სამარცხვინოა, რომ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების 60%-ზე მეტს აწარმოებს, ვაქცინები არ ჰყოფნის – ინდოელი ბლოგერი

„არსებობს ვაქცინაციის სტრატეგია?” – ამ სათაურით აქვეყნებს უცხოურიგამოცემა dailyhunt ინდოელი ბლოგერის Tavleen Sign-ის სტატიას, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ინდოეთში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

„პირველ რიგში, ორი შეკითხვა მაქვს: ვინ არის დამნაშავე ვაქცინების დეფიციტში? რატომ არ დაიწყო მათ მიმართ სისხლისსამართებრივი დევნა? ამ შეკითხვების შემდეგ, ნება მიბოძეთ, ვაღიარო, რომ ზუსტად 1 თვის წინ დავწერე, რომ ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა პანდემიასთან უმტკივნეულოდ გამკლავებაში. ჩემი ბრალია! არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიტყვები ძალიან ადრე ვთქვი, არამედ იმიტომ, რომ იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნებოდი, რომლებიც არასდროს მოუწოდებდნენ ჩვენს მეცნიერებსა და ეპიდემიოლოგებს სერიოზული ანალიზისკენ, თუ რატომ იყო ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი მუდმივად ასეთი დაბალი, ხოლო იმ ქვეყნებში, რომელთაც ჯანდაცვის სფეროში გაცილებით უკეთესიმომსახურება აქვთ, გარდაცვალების ასეთი ბევრი შემთხვევა?

სწორედ სიკვდილიანობის ამ დაბალმა მაჩვენებელმა მიგვიყვანა უაზრო თვითკმაყოფილებამდე და ამან მისცა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის შეესრულებინა ჰიმნი „ინდოეთის გადარჩენისთვის”.

თუკი ის არ იქნებოდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ვერ შევაჩერებდით კოვიდ 19-ს და მილიონობით ინდოელი გარდაიცვლებოდა. მოდიმ, როგორც ყოველთვის, მიიღო შექება და იმდენად დამშვიდდა, რომ „ვაქცინის ფესტივალის” დაწყებამდე განაცხადა, რომ გასულ წელს პანდემია ვაქცინაციის გარეშე დავამარცხეთ. „ჩვენ შევძელით ეს,” –  ამაყობდა პრემიერ-მინისტრი, როდესაც ჰორიზონტზე ვაქცინის „ციმციმიც” კი არ შეინიშნებოდა. ის ძალიან ადრე ალაპარაკდა და, როგორც ჩანს, ვერ შენიშნა, რომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ადამიანები თითქმის დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, რადგან მოსახლეობის თითქმის ნახევარი უკვე ვაქცინირებულია.

სამაგიეროდ, მისმა მთავრობამ ვაქცინაციისადმი ისეთი ზიზღი გამოიჩინა, რომ არც კი შეიწუხა თავი ვაქცინების საკმარისი რაოდენობის შესაკვეთად, იმისთვის, რომ ვაქცინების საკმარისი რაოდენობა მიეღო, ყოველი შემთხვევისთვის, ინდოეთის მოსახლეობის ნახევარი მაინც აცრილიყო.

სწორედ ამის შესახებ გასულ კვირას სტატია დაწერა ნაუშად ფორბსამ, CII-ის(ინდური ინდუსტრიების კონფედერაცია) ყოფილმა პრეზიდენტმა.

„2021 წლის იანვარში ინდოეთმა დაამტკიცა თავისი პირველი ვაქცინა გამოსაყენებლად, კენ ნუტგრაფი გვეუბნება, რომ 2020 წლის ივლისიდან (სანამრომელიმე ვაქცინა ტესტირებას გაივლიდა) 2021 წლის იანვრამდე აშშ-მავაქცინის 600 მილიონი დოზა შეუკვეთა (და თანხაც გადაიხადა). ეს არისსაკმარისი დოზა 300 მილიონი მოსახლეობისთვის. ამავე პერიოდში ინდოეთმაშეუკვეთა ვაქცინის 11 მილიონი დოზა 1300 მილიონიანი მოსახლეობისთვის.

თუკი ადამიანებს, რომლებიც ინდოეთის მთავრობის ვაქცინაციის სამუშაოჯგუფს წარმოადგენენ, პატივისცემის უმცირესი გრძნობა აქვთ, მათ დანაშაულიუნდა აღიარონ და გადადგნენ, ისინი უნდა გააგდონ და შეცვალონ იმადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ინდოეთს პანდემიასთანგამკლავებაში.

სირცხვილია, რომ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების 60%-საწარმოებს, ვაქცინები არ ჰყოფნის. ბევრი, ძალიან ბევრი თვე დაგვჭრდება,სანამ იმ ქვეყნებს დავეწევით, რომლებმაც უკვე დიდი ხანია გააცნობიერეს,რომ ერთადერთი გზა ამ საშინელი პანდემიის დასამარცხებლად – ეს არის რაცშეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია. ეს უნდა დაიწყოს ახლა ომისსაფუძველზე.

შემაშფოთებელია ის, რომ საავადმყოფოებთან, ვაქცინაციის ცენტრებთან,კრემატორიებთან და სასაფლაოებთან რიგების მიუხედავად, მომხდარმასაშნელებამ, როგორც ჩანს, მოდის ხელისუფლებაზე არ იმოქმედა. რატომშეუძლია მილიონობით ადამიანს დაესწროს მიტინგს ბენგალიშიდაუსრულებელი არჩევნების გამო? რატომ აძლევენ პილიგრიმებს ვაიშნოდევისკენ (რელიგიური ადგილი ინდოეთში) მოგზაურობის საშუალებას? რატომდაუშვეს კუმბ მელა (რელიგიური შეკრება) ინდოეთში? და რატომ ტარდებაუტარ-პრადშეში თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც ჩვენს ქვეყანაშიკორონავირუსის აფეთქების საგანგაშო მდგომარეობაა? შემაშფოთებელიასამგლოვიარო ფოტოები, რომლებიც გასულ კვირას სოციალურ ქსელებშივირუსულად გავრცელდა.

მაჰარაშტრაში, საიდანაც ამ სტატიას ვწერ, ახლა აკრძალვები მოქმედებს,რომელსაც კომენდანტის საათს უწოდებენ და თუკი ის თვის ბოლომდეგაგრძელდება, ბევრი მცირე ბიზნესი სამუდამოდ დაიხურება. საბედნიეროდ,ამჯერად, მიგრანტების უმეტესობას, რომლებმაც დიდ თუ პატარა ქალაქებშისამუშაოები დაკარგეს, შეუძლიათ, საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. თუმცა,ზარალი, რომელიც ამ იზოლაციამ ეკომონიკას მიაყენა, დაუთვლელია.

ბლოკირება ყოველთვის უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრეპანდემია, მაგრამ აკრძალვის ეს უკიდურესი ზომა იმიტომ მიიღეს, რომსაავადმყოფოებში არ იყო საკმარისი ჟანგბადი, წამლები, ექიმები დასაწოლები.

ვინ უნდა დავადანაშაულოთ ამაში? უნდა აიღონ თუ არა პასუხისმგებლობასაკუთარ თავზე ინდოეთის იმ მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკებმა,რომლებსაც საკუთარი სიცოცხლე ვანდეთ. რატომ დუმს პრემიერ-მინისტრიმაშინ, როდესაც ის ფრონტის ხაზზე უნდა იდგეს? მისმა ხელისუფლებამმოხსნა შეზღუდვა უცხოური ვაქცინების იმპროტზე, მაგრამ ვინმემ ხომ უნდააიღოს საკუთარ თავზე იმის უზრუნველყოფა, რომ ვაქცინა მარტივად იყოსხელმისაწვდომი მათთვის, ვინც მზად არის ვაქცინაციაში ფული გადაიხადოს,ხოლო მათთვის, ვინც ძვირად ღირებულ ვაქცინას ვერ გაიკეთებს,სახელმწიფო დაეხმაროს პრემიერ მინისტრის ფონდიდან, რომელიც წელსვაქცინაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

ინდოეთის ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გვითხრას, როდისველოდოთ ვაქცინას. გვითხრას, რომ ყოველი ინდოელისთვის, რომელსაცვაქცინაციის სურვილი აქვს, მარაგი საკმარისი იქნება. როგორც კი ეს მოხდება,ქვეყანაში არსებული პანიკა და ისტერიკა გაქრება. ადამიანები ფიქრობენ,რომ მთავრობად გეგმა დაკარგა. სწორედ ეს არის შფოთვისა და შიშის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი,” – წერს ბლოგერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები