კოვიდინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა კვლავ ინფოეთში დაფიქსირდა

ინდოეთში დღე-ღამეში კორინავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის რეკორდული მაჩვენებელი უკვე მესამედ განახლდა. დაფიქსირებულია 346 786 ახალი შემთხვევა, 2,6 ათასზე მეტი ადამიანი კი დაღუპულია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ინდოეთში 23 აპრილს დაფიქსირებულია 332 730 ინფიცირებული, ხოლო წინა დღეს 314 835 ადამიანი დაინფიცირდა.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირებული შტატ მახარაშტრაში გამოვლინდა. შტატში კოვიდ-19-ზე მკურნალობას 693 ათასი ადამიანი გადის. ამასთანავე ,კორონავირუსისის საწინააღმდეგო ვაქცინით ბოლო 24 საათში 138 მილიონი ინდოელი აიცრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები