ჰონგ კონგში მუტაციური შტამის გამო, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ფილიპინებიდან ფრენები ორი კვირით აიკრძალა

მიმდინარე წლის 20 აპრილიდან ჰონგ კონგში ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ფილიპინებიდან ფრენები ორი კვირით მას შემდეგ აიკრძალა, რაც ქვეყანაში მუტაციური შტამი – COVID-19 N501Y პირველად დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ჰონგ კონგის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰონგ კონგის მთავრობის განცხადებით, ეს სამი ქვეყანა კლასიფიცირდება, როგორც „უკიდურესად მაღალი რისკის” მქონე ქვეყნები მას შემდეგ, რაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში აღნიშნული ქვეყნებიდან ჰონგ კონგში შეტანილი ვირუსის შემთხვევები დარეგისტრირდა.

გასულ კვირას ჰონგ კონგში სულ კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 29 სხვა ქვეყნიდან იყო შეტანილი. ჰონგ კონგში, 15 მარტის შემდეგ, გარდაცვალების ყველაზე მაღალ მაჩვენებელი დაფიქსირდა. სულ აქ კორონავირუსით ინფიცირების 11 600, ხოლო გარდაცვალების 209 შემთხვევა ფიქსირდება.

ჰონგ კონგის მთავრობა მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამ ეტაპზე 7,5 მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ვაქცინირებული.

გასულ კვირას, ჰონგ კონგის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვაქცინაციის სქემის გაფართოებისა და, ზოგადად, ვაქცინაციაზე მოთხოვნის გაზრდის მიზნით აცრის პირველ ეტაპში 16-29 წლის ასაკის ადამიანები დაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები