საფრანგეთში მამაკაცმა დანით პოლიციელი მოკლა – ტერაქტის ვერსია არ გამოირიცხება

პარიზის გარეუბანში, რამბუეს კომუნაში მამაკაცი დანით თავს პოლიციელ ქალს დაესხა. დაუდგენელმა პირმა ქალს ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ქალი გარდაიცვალა.

რაც შეეხება თავდამსხმელს, ის დაკავების პროცესში მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მას ტუნისის მოქალაქეობა ჰქონდა.

როგორც ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელმა, ვალერი პეკრესმა თქვა, ტერაქტის ვერსია არ გამოირიცხება, თუმცა ეს, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.

ადგილზე ქვეყნის პრემიერმინისტრი, ჟან კასტეკსი და შს მინისტრი, ჟერალდ დარმანენი გაემგზავრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები