უკრაინამ ისრაელის პრემიერს რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა

უკრაინამ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავზა.

ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიჩუკმა ტელეარხ I24news- თან ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენ უკვე ვთხოვეთ ისრაელის პრემიერმინისტრს, ჩართულიყო, როგორც შესაძლო შუამავალი ამ სცენარში. ბენიამინ ნეთანიაჰუს კარგი ურთიერთობა აქვს ორივესთან – ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან”, – თქვა ელჩმა და დასძინა, რომ ნეთანიაჰუს წინადადებაზე “უარი” არ უთქვამს, “მან თქვა, რომ შეეცდება, ყველაფერი გააკეთოს”.

“ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ნეთანიაჰუს ამოცანაზე უარი არ უთქვამს. პირიქით, მან გამოხატა თავისი ინტერესი და დახმარების სურვილი”, – აღნიშნა დიპლომატმა.

ორი დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს შესთავაზა “შეხვედრა უკრაინის დონბასის ნებისმიერ წერტილში, სადაც ომია”. საპასუხოდ პუტინმა თქვა, რომ, პირველ ყოვლისა, აჯობებს, რომ ზელენსკიმ თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან გამართოს შეხვედრა და მხოლოდ ამის შემდეგ – მესამე ქვეყნების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, რუსეთის პირველმა პირმა დასძინა, რომ მზად არის, მიიღოს ზელენსკი ნებისმიერ დროს მოსკოვში, თუ მას ორმხრივი ურთიერთობის განხილვა უნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები