არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიკ ფრანზენს მადლობა გადაუხადა გასული წლების მანძილზე გაწეული სამსახურისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერებისთვის. “საქართველოსა და შვეიცარიას სამაგალითო ურთიერთობები აქვთ და თქვენი პირადი წვლილი ამაში განსაკუთრებულია. საქართველო თავის მეგობრებს არ ივიწყებს და თქვენ და თქვენს ოჯახს ყოველთვის გელით საქართველოში”, – ამ სიტყვებით მიმართა არჩილ თალაკვაძემ ელჩს დამშვიდობებისას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.