ბექა ფერაძე: მსჯელობა გრძელდება, რა ტიპის შეზღუდვა შეიძლება, იყოს სააღდგომო დღეებში
“მსჯელობა გრძელდება, რა ტიპის შეზღუდვა შეიძლება, იყოს სააღდგომო დღეებში”, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, რადიკალურ შეზღუდვაზე საუბარი არ არის.
„მსჯელობა გრძელდება, რა ტიპის შეზღუდვა შეიძლება, იყოს სააღდგომო დღეებში, მაგრამ ამ ეტაპზე რადიკალურ შეზღუდვაზე საუბარი არ არის. საბჭო აგრძელებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე დაკვირვებას და ამის მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილება. ჯერ სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით რამე შეზღუდვა არ არის“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.