პუტინმა დონბასში შეხვედრაზე ზელენსკის წინადადებას უპასუხა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევს, პირველ ყოვლისა, უკრაინის აღმოსავლეთით თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების ხელმძღვანლებს შეხვდეს.

ამის შესახებ პუტინმა ზელენსკის მიერ დონბასში შეხვედრის წინადადების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პუტინმა ბელორუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე თქვა, “თუ პრეზიდენტ ზელენსკის ურთიერთობის აღდგენა სურს, ამას მხოლოდ მივესალმებით”.

“ჩნდება კითხვა: რისი განხილვა გვსურს ამ შეხვედრაზე? თუ საუბარია დონბასის პრობლემების განხილვაზე, მაშინ უკრაინის ხელმძღვანელობა, პირველ ყოვლისა,
ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების ხელმძღვანელებს უნდა შეხვდეს, ამის შემდეგ კი საკითხები უკვე მესამე ქვეყნების წარმომადგენლებთან განიხილოს, რომელსაც ამ შემთხვევაში რუსეთი წარმოადგენს”, – თქვა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები