თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს მიერ დადებულ ნიძლავზე – თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი
თაკო ჩარკვიანი პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მას და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი აქვთ დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ.
ჩარკვიანმა იაგო ხვიჩიას განცხადებაზე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავში წკიპურტების წამორტყმაზე დაედოთ ნიძლავი.
როგორც ჩარკვიანი წერს, სასჯელია, როცა „საკანონმდებლო ორგანოში „ხინკალზე ნიძლავის“ იქით ვერ მიდიან“.
„ღმერთო, ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში, ანუ, კანონები, ვინც უნდა მიიღოს, “ხინკალზე ნიძლავის” იქით ვერ მიდიან, ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას ნიძლავი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ “ესენი ” ყველანი პარლამენტში” შევლენ თუ არაო , “ესენი” ანუ „ნაცმოძრაობა“ , მე -„კანონი და სამართალი“, შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტები“,“ევროპული“, ელენე ხოშტარია.
“ხინკალზე დავნიძლავდითო” თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ (გამიხარდა, ხინკალს თუ ჭამდა, არ ვიცოდი) ღმერთო რა, ამდენი “კანონდებილი” მართლა სასჯელია. თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი“, – წერს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიის „კანონი და სამართალი” ლიდერი თაკო ჩარკვიანი და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ. როგორც ხვიჩია აცხადებს, აღნიშნულზე მას და „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი აქვთ დადებული.
„მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ასე ვამბობ მე, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე”, – განაცხადა ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემში „360 გრადუსი“.