შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში

ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში,- ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ევროკავშირი სანქციებით იმუქრებოდეს, ამბობს რომ პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად, მე გადავიხდი გირაოსო.

,,ეს პიროვნებები, რომლებიც ამას აცხადებენ, სამარცხვინო რამეს ევროპისათვის და ევროკავშირისთვის, ისე დაჩმორდა ევროკავშირი, რომ პუტინის ოლიგარქებს, დამარბეველს ხელს უწყობს იმაში რომ გირაო შეიტანოს პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად. ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა გადაფარებულია იმიტომ, რომ ეს კაცი არიგებს ქრთამებს მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით.

რით არის უკეთესი ლუკაშენკოზე, რომელსაც სანქციები დაუწესა ევროკავშირმა?რატომ აქვს სანქციები აბრამოვიჩს, დერი პასკალს? ჰაიდამაკს, რატომ აქვს სანქციები ევროკავშირიდან? რა დააშავეს ივანიშვილზე მეტი? იმის მაგივრად რომ ევროკავშირი სანქციებით ემუქრებოდეს , აქეთ ეუბნება რომ პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად მე გადავიხდი გირაოსო“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები