იაგო ხვიჩია​: ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ

მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ, – ამის შესახებ გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე აზრით, პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება.

„მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ასე ვამბობ მე, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე. ზოგადად მგონია, რომ ყველა შევლენ. ხალხი, რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა მთელი პროცესის მიმართ, ვისაც შეთანხმება უნდოდა, შეთანხმების შედეგებით დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ. ჩვენზე წინ დასხდებიან პარლამენტში. ორ კვირაში ესენი პარლამენტში ისხდებიან.

ვერ ავცდებით იმას, რომ ამ ხალხს მოუწევს იმ სიტყვებზე პასუხის გაცემა, რითაც უშვერად ლანძღავდნენ საკუთარ კოლეგებს“, – დასძინა ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები