იაგო ხვიჩია: ნონსენსია, რომ, ერთი მხრივ, შეთანხმებაზე ხელი გაქვს მოწერილი, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო არჩევს, უნდა იყო თუ არა წევრი
“ნონსენსია, რომ, ერთი მხრივ, შეთანხმებაზე ხელი გაქვს მოწერილი, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო არჩევს, უნდა იყო თუ არა წევრი”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პროცესი თავისი შინაარსით ამ ქვეყნისა და ქვეყნის ისტორიისთვის არის უნიკალური.
„არცერთ ეტაპზე არ მესმოდა ამ ხალხის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის გადაწყვეტილების შესახებ. მგონია, რომ თავის დროზე შეცდომები იქნა დაშვებული. ნონსენსია, რომ, ერთი მხრივ, შეთანხმებაზე ხელი გაქვს მოწერილი, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო არჩევს, უნდა იყო თუ არა წევრი. ეს არის თავდაპირველ შეცდომაში გაჯიუტება. ჩავთვალოთ, რომ საქმე უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს. ზოგადად, ეს პროცესი თავისი შინაარსით ამ ქვეყნისა და ქვეყნის ისტორიისთვის არის უნიკალური“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.