რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება” – ონში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება” პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნას საქართველოს 63 მუნიციპალტეტში, ონის მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა პროექტის კოორდინატორი, თემურ კაკრიაშვილი, – ამის შესახებ “კვირას” ონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ანალიტიკოსი: ზაზა ჭელიძე,მერის პირველი მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები. სამუშაო შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის ,სადაც პროექტის კოორდინატორმა მერის პირველ მოადგილეს და მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ,ისაუბრა მერიის ჩართულობის როლზე პროექტში და გამოხატა სრული მხარდაჭერა სააგენტოს მხრიდან დანერგვის ეტაპის წარმატებით განხორციელებაში.მერის პირველმა მოადგილემ , გიორგი მახათაძემ მერიის მხრიდანაც დაადასტურა სრული მზაობა და მხარდაჭერა პროექტის მიმართ”,-  აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები