ევროკავშირი „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ, ვაქცინის დაგვიანების გამო, სარჩელს ამზადებს

ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ, ვაქცინის მიწოდების დაგვიანების გამო, კვირის ბოლოსთვის სასამართლო სარჩელს ამზადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

საკითხი, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ელჩების მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ზოგიერთი მთავრობა სამართლებრივ პროცესში სრულად არ არის ჩართული. პროცედურა ხუთიდან და შვიდ კვირამდე გაგრძელდება და ევროკომისია დედაქალაქებს პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს. კომპანია „ასტრაზენეკამ“ პირველ კვარტალში ევროკავშირს, 120 მილიონი დოზა ვაქცინის ნაცვლად, მხოლოდ 30 მილიონი დოზა მიაწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები