მარინა კალიურანდი: ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარები მომავალ კვირას აუცილებლად უნდა იყვნენ პარლამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი იგნორირება მოხდება, ისინი აღმოჩნდებიან კუთხეში

“ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარები მომავალ კვირას აუცილებლად უნდა იყვნენ პარლამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი იგნორირება მოხდება, ისინი აღმოჩნდებიან კუთხეში”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მან ოპოზიციას პარლამენტი შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

,,ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მე დამარწმუნა „ქართული ოცნებამ“, რომ მმართველი პარტია შეასრულებს დოკუმენტით გათვალისწინებულ პუნქტებს. ეს აუცილებელია და მმართველი პარტია ამ პასუხიმგებლობას იღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა დღეს. რაც შეეხება ოპოზიციას, მე შემოდგომის შემდეგ ვამბობ, რომ ყველა პოლიტიკოსი, ვისაც ხალხმა მისცა მანდატი, აუცილებელია, შევიდეს პარლამენტში და იმუშაოს საქართველოსთვის.

ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარები უნდა იყვნენ მომავალ კვირას სამშაბათს აუცილებლად პარლამენტში, როდესაც პლენარული სხდომა შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი იგნორირება მოხდება, ისინი აღმოჩნდებიან კუთხეში და მათ არ ექნებათ საშუალება, ისაუბრონ და იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში, მათ უნდა გაითვალისწინონ, რაც ხალხს სურს და ამომრჩევლისთვის იმუშაონ“, – განაცხადა კალიურანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები