ბერლინში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის გაზი გამოიყენა

ბერლინში პოლიციამ საკარანტინო ზომების წინააღმდეგ აქციაზე წიწაკის გაზი გამოიყენა და 40-ზე მეტი პირი დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეკრებილები სამართალდამცველების მისამართით ბოთლებს ისროდნენ, საპასუხოდ კი მათ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ბერლინის ცენტრში დღეს 8 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც იმ კანონის წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც ამჟამად ბუნდესტაგი განიხილავს და რომელიც კორონავირუსისგან დაცვის უფრო მკაცრი ზომების შემოღებას შეიძლება, გულისხმობდეს.

ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ, ასევე, მათი დიდი ნაწილი პირბადის გარეშე იყო.

მანამდე, ტირგარტენის პარკთან 2,2 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული, რაიხსტაგისა და ბრანდებურგის კარიბჭესთან მისასვლელი ქუჩები გადაკეტეს. ასევე, მედიამ წყლის ჭავლის ორი მანქანა შენიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები