ნიუ იორკში კორონავირუსისგან აცრილ ადამიანებს კანაფი დაურიგეს

ნიუ იორკში, შტატში კანაფის ლეგალიზების ფონზე, კორონავირუსისგან აცრილ ადამიანებს კანაბისი დაურიგეს.

უჩვეულო აქცია მანჰეტენზე New York Marijuana Justice-ის აქტივისტებმა ჩაატარეს. ადგილზე მსურველთა დიდი რიგი დადგა. კანაფის მისაღებად საჭირო იყო იმუნიზაციის შესახებ ელექტრონული ან დოკუმენტური საბუთის წარდგენა.

ანალოგიური აქცია გაიმართა ასევე ვაშინგტონში. აქტივისტებმა 20 აპრილი იმიტომ აირჩიეს, რომ ეს თარიღი ჩრდილოეთ ამერიკაში კანაბისის არაოფიციალურ დღედ მიიჩნევა.

ნიუ იორკის შტატის ხელისუფლებამ მარტის ბოლოს რეკრეაციული მიზნით კანაფის პროდუქტების ლეგალიზება მოახდინა.

როგორც ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის ოფისში აღნიშნეს, ამ ნაბიჯის საშუალებით შესაძლებელი გახდება, ყოველწლიურად ხაზინა 350 მილიონი დოლარით შეავსონ გაყიდვიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლებიდან.

ნიუ იორკი გახდა აშშ-ის მე-15 შტატი, რომელმაც კანაფის ლეგალიზაცია მოახდინა.

ამიერიდან, შინამეურნეობებს საშუალება აქვთ, მოიყვანონ არაუმეტეს ექვსი კანაფის მცენარე 21 წელს ზემოთ პირისთვის, ასევე, შეუძლიათ, თან ატარონ 85 გრამამდე მისგან მიღებული ფსიქოაქტიური ნივთიერება ან 24 გრამამდე კონცენტრატის სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები