ევროპის მარეგულირებელმა Johnson-ის ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირი გამოავლინა

ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრილ პირებში თრომბოზის წარმოქმნის რისკების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ პრეპარატსა და თრომბით გამოწვეული უკიდურესად იშვიათ გართულებებს შორის კავშირი არსებობს.

ამავდროულად, სააგენტო ხაზს უსვამს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასა და მძიმე გართულებებისა და სიკვდილიანობის პროფილაქტიკის საქმეში ვაქცინის სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება გართულებების რისკს.

“EMA- მ დაადგინა, რომ ვაქცინა ასოცირდება თრომბოზის ძალიან იშვიათ შემთხვევებთან. EMA ადასტურებს, რომ საერთო რისკი/სარგებელი თანაფარდობა პოზიტიური რჩება. პროდუქტის შესახებ ინფორმაციას უნდა დაემატოს გაფრთხილება თრომბოზის რისკის შესახებ”, – აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში.

აღინიშნება, EMA-ის ფარმადაზვერვის კომიტეტმა შეისწავლა თრომბოემბოლიური გართულებების რვა შემთხვევა შეერთებულ შტატებში, სადაც 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ინექცია. ყველა გართულება განვითარდა 60 წლამდე ასაკის ადამიანებში ვაქცინაციიდან სამი კვირის განმავლობაში. მათი უმეტესობა ქალია.

ევროკავშირში Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრა ჯერ არ დაწყებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები