შარლ მიშელი: კარგად ვხედავთ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებას, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მხარდაჭერა მთავარი საყრდენია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირისთვის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მხარადჭერა მთავარი საყრდენია და ის 5 მთავარ პრინციპშია ჩართული.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში განსაკუთრებით რთული სიტუაციაა შექმნილი და, ამ ფონზე, ევროპაში კარგად ხედავენ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების გაძლიერებას.

“განსაკუთრებით რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე, ჩვენ კარგად ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების უკრაინის საზღვარზე და კარგად ვხედავთ, რა მდგომარეობაა ყირიმში, რადგან ის უკანონოდ ანექსირებულია. ევროკავშირმა კრიზისის განმუხტვისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის ვალდებულება და მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა რჩება ურყევი. ევროკავშირი 5 მთავარ პრინციპშია ჩართული, რომ მხარი დაუჭიროს “აღმოსავლეთ პარტნიორობას”. “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მხარდაჭერა მთავარი საყრდენია”, – თქვა შარლ მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები