ჯანმო ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდის საგანგაშო ნიშნებს აფიქსირებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის რეგიონის უდიდეს ნაწილში COVID-19-ის ახალი შემთხვევების ზრდის “საგანგაშო ნიშნებს” აფიქსირებს, – ნათქვამია ორგანიზაციის ევროპის ბიუროს განცხადებაში.

”ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისი, ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების მექანიზმის საშუალებით, ეპიდემიოლოგიური ანგარიშების მიღების შემდეგ აღნიშნავს, რომ ევროპული რეგიონის უმეტეს ნაწილში, რომელიც 53 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, COVID-19-ის ახალი შემთხვევების ზრდის საგანგაშო ნიშნებია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აზუსტებენ, რომ ამ დროისთვის ჯანმო-მ ევროპულ რეგიონში 49 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

”ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეგიონში შემთხვევათა საერთო რაოდენობა 6% -ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობა – 5% -ით. რამდენიმე ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა შემთხვევების შემცირების მხრივ”, – განმარტებულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები