მეექვსე ვადით არჩეული, ჩადის პრეზიდენტი მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად დაიღუპა

ჩადის პრეზიდენტი, იდრის დები იტნო​ მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანებების შედეგად დღეს გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას Agence France Press-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ქვეყნის მეთაური სასიკვდილოდ 17-18 აპრილს საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა, როდესაც იგი პირადად ხელმძღვანელობდა დედაქალაქ ნჯამენას ჩრდილოეთით აჯანყებულთა ჯარების განადგურების ოპერაციას.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ჩადის დამოუკიდებელმა ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ კორპუსის გენერალმა, იდრის დები იტნომ, რომელიც ქვეყანას 1990 წლიდან ხელმძღვანელობს, 11 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა. მან ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 79,32% მიიღო.

მეამბოხეთა დაჯგუფების “ჩადში ცვლილებებისა და შეთანხმების ფრონტის” შეიარაღებული ნაწილები ლიბიის ბაზებიდან გამოვიდნენ და ჩადში არჩევნების დღეს, 11 აპრილს შეიჭრნენ.

სამთავრობო ძალებმა, რომელშიც შედიოდა ჯავშანტექნიკა, აჯანყებულთა კოლეონებს 17 აპრილს, ნჯამენადან 300 კილომეტრის დაშორებით დახვდნენ. შეტაკების შედეგად, 300 მეამბოხე დაიღუპა, 150 ტყვედ იქნა აყვანილი. ოპერაციას თავად პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. ამ პროცესში იგი სასიკვდილოდ დაიჭრა.

იდრის დები იტნო​ს გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე საათის წინ ქვეყნის სათავეს მისი ვაჟი, მახათმა კაკოი და სამხედრო საბჭო ჩაუდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები