კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას ხვდებიან
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა მივიდნენ.
ისინი ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს ხვდებიან.
“ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ შევდივართ ელჩებთან დამატებითი კონსულტაციებისთვის”, – აღნიშნა შეხვედრის დაწყების წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა.