საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი – საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 820.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5.2 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი – 1 952.6 მლნ. აშშ დოლარს (2.4 პროცენტით ნაკლებია). საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ- მარტში 1 131.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. ამასთან, 2021 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 158.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 86.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 83.7 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 168.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 145.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 141.9 მლნ. აშშ დოლარით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები