ნათია თურნავა პრივატიზაციის შესახებ – ძალიან სასიხარულო შედეგები მივიღეთ

ძალიან სასიხარულო შედეგები მივიღეთ მასშტაბური პრივატიზაციის პირველი ეტაპის შემდეგ – 150-ზე მეტი ობიექტი იყო გამოტანილი პარალელურ გამჭვირვალე ელექტრონულ აუქციონებზე და პირველივე აუქციონის შედეგად 109 ობიექტი გაიყიდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თურნავას თქმით, 109 ობიექტის საწყისი ჯამური ღირებულება 40 მილიონი ლარი იყო.

„ძალიან სასიხარულო შედეგები მივიღეთ მასშტაბური პრივატიზაციის პირველი ეტაპის შემდეგ. პირველივე ორკვირიანი აუქციონი რაც გაიმართა, ძალიან წარმატებით დასრულდა. 150-ზე მეტი ობიექტი იყო გამოტანილი პარალელურ გამჭვირვალე ელექტრონულ აუქციონებზე და პირველივე აუქციონის შედეგად 109 ობიექტი გაიყიდა. საწყისი ჯამური ღირებულება ამ 109 ობიექტის იყო 40 მილიონი ლარი. ძალიან მაღალი კონკურენციისა და ინტერესის გამო, ვაჭრობის პროცესში ეს თანხა გაიზარდა 60 მილიონ ლარამდე. მთავარია, რომ ასზე მეტი სხვადასხვა სახელმწიფო ქონება, რომელიც აქამდე გაჩერებული იყო და არ მონაწილეობდა ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩაერთვება, მოიზიდავს ინვესტიციებს და დაასაქმებს ადამიანებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები