პანდემიის დროს დაწყებული ხელნაკეთი ყვავილები, სააღდგომო დეკორაციები და მადლიერი მომხმარებელი

პროფესიით ინჟინერია, თუმცა ხელნაკეთი აქსესუარები ყოველთვის იტაცებდა. პანდემიის დროს კი მათი ინტენსიური დამზადება დაიწყო. აქვს გვერდი: Khato HandMade აღდგომის მოახლოებასთან ერთად მის გვერდზე უამრავი დეკორატიული აქსესუარი გაჩნდა. – ხათუნა ერაძის პერსონა.
– ბავშვობიდან მიტაცებდა ქარგვა, ქსოვა, კერვა, მაგრამ მშობლები უფრო სწავლას მთხოვდნენ. შემდეგ ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჩემს  ბავშვობისდროინდელ გატაცებებს კი ვერ ვივიწყებდი.
პროფესიით ინჟინერი ვარ და ყოველთვის მიტაცებდა ყვავილებისა და სხვა აქსესუარების დამზადება. ყვავილების გაკეთების დიდი სურვილი მქონდა და ბევრი წვალების შემდეგ გამომივიდა.
პანდემიის დროს დავიწყე ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება. ახალ წელს გავაკეთე ბევრი ყვავილი და ბევრი მომხმარებელიც მყავდა. არ მეგონა, თუ ესე მოიწონებდნენ.
ყვავილების დამზადება თქვენი გატაცებაა. ამ მხრივ რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
– ესენია ჩემი საყვარელი ყვავილები…
საახალწლო შობის ყვავილებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს…
– „ეს რა არის? ეს რა სილამაზეა, ან როგორი შეფუთვა და მომსახურება… დახვეწილი, გემოვნებიანი, კრეატიული და ლამაზია ეს ყველაფერი. ძალიან გამახარეთ, ძალიან“… – ეს ერთ-ერთი მომხმარებლის გამოგზავნილი წერილია. პირველმა სიტყვამ კი ცოტა შემაშინა.
„ულამაზესი, უსაყვარლესი, მადლობა ასეთი კეთილსინდისიერებისთვის“, – ეს ნაწყვეტი კი მეორე მომხმარებლის წერილიდანაა.
– თქვენს გვერდზე გამოჩნდა სააღდგომო დეკორაციები – კალათები, კვერცხები, ჯეჯილი…
– სააღდგომოდ გადავწყვიტე ჯეჯილისა და კალათის გაკეთება. მასალა ისევ ფოამირანია. კვერცხებს კი მე ვღებავ და  პენოპლასტია.
–  ჰობი…
– ყვავილები და ყველაფრის კეთება, რაც მას უკავშირდება…
– სამომავლოდ…
–  სამომავლოდაც სეზონურად ისევ ყვავილების კეთებას გავაგრძელებ…

 

თათია შანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები