ირაკლი ბერაიამ უსაფრთხოების სამსახურს “საუკეთესო” უწოდა

უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბერაიამ უსაფრთხოების სამსახურს რეგიონში საუკეთესო უწოდა. “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორჩეული და სამაგალითო სპეცსამსახურია რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამსახურის საქმიანობა მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებისთვის საჭირო კომპონენტების და სხვა სახის რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიმართულებით. ამ კუთხით სამსახურის საქმიანობა, სხვა მიმართულებებით წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ყოველთვის იმსახურებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს შეფასებებს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, “აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამსახური სათავეში უდგას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას და ზოგადად, ამ მიმართულებით ერთიან ეროვნულ ძალისხმევას, რაც ორიენტირებულია აღნიშნულ სფეროში საფრთხეების შემცირების ისეთ კომპონენტებზე, როგორებიცაა პრევენცია, გამოვლენა, მზადყოფნა და რეაგირება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სწორედ სამსახურის მაღალი სტანდარტით საქმიანობა და გაუვრცელებლობის ღონისძიებათა ეფექტიანი კოორდინაცია განაპირობებს აღნიშნულ სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები