„კავკასუს ორგანიკ ფრუტსმა“ ჩირის ექსპორტი 20-30%-ით გაზარდა

„ჩვენი წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ნიდერლანდებში, გერმანიაში, ჩეხეთსა და რუსეთის ფედერაციაში გადის. შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია 20-30%-ით, ექსპორტის ზრდის მოლოდინი გვაქვს ივნისიდან, რადგან აქტიური პერიოდი სწორედ ზაფხულში გვეწყება. ამასთანავე, წინასწარი შეკვეთებიც მიღებული გვაქვს“, – განაცხადა „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ წარმომადგენელმა, სალომე ალანიამ.

„კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ ხილის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფო ფინანსური მხრადაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში შეიქმნა. საწარმოში განხორციელებულმა სრულმა ინვესტიციამ 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 1 მლნ ლარს აჭარბებს. საწარმოს წარმადობა 120 ტონა ხილის გადამუშავებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები