ზელენსკი: ყირიმი შავი ზღვის რეგიონისთვის საფრთხისშემცველად იქცა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი შავი ზღვის რეგიონისთვის საფრთხისშემცველად იქცა.

ამის შესახებ მან გაზეთ La Repubblica-ს განუცხადა.

“კაცობრიობის ისტორიაში უამრავი მომენტი დამდგარა, როდესაც გაბედულად მოქმედება იყო საჭირო – ტრაგედიის თავიდან ასარიდებლად. ყირიმის ანექსიამ ევროპის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ევროპელი ვერ ათვითცნობიერებს, როგორი ცვლილება მოხდა”, – აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმი შავი ზღვის რეგიონისთვის საშიშროების წყაროდ იქცა.

“2014 წლამდე ყირიმში პოლიტიკური რეპრესიები ან რელიგიური ნიშნით დევნა არ მომხდარა, იქ არც მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა მომხდარა, არც ბირთვული იარაღის განთავსების საფრთხე ყოფილა. ეს ყველაფერი ახლა იქ არის რუსეთის ოკუპაციის გამო”, – განმარტა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მოსკოვის ქმედებამ შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც წააქეზოს იმაზე, რომ მეზობლებს ტერიტორიების ნაწილი წაართვან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები