ამირან სალუქვაძე: მისასალმებელია ბანკზე თავდასხმისა და მძევლების აყვანის მშვიდობიანად განეიტრალება

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ავლაბარში, ,,საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.

ექსპერტი შს სამინისტროსა და პოლიციელების მუშაობას დადებითად აფასებს.

,,მისასალმებელია ბანკზე თავდასხმისა და მძევლების აყვანის მშვიდობიანად განეიტრალება. ვინმეს შეიძლება, ჩაცხრილვები მოსწონდეს, დღევანდელ შს სამინისტროსა და პოლიციელებს მსგავსი ოპერაციების მშვიდად ჩატარება ახასიათებთ. ამ ბოლოს ბევრჯერ გამოჩნდა.

ამავე დროს, მიმალვაში მყოფი პირის დაკავებასაც ველოდებით.

რაც შეეხება დღევანდელ თავდასხმელს, ვფიქრობ, სპონტანურად აიყვანა მძევლები. ალბათ, ჩაფიქრებული ჰქონდა სწრაფად თანხის გამოძალვა და მიმალვა. როცა თანამშრომელმა ღილაკით დაცვა გამოიძახა, ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედა, აიყვანა მძევლები, რისთვისაც თავადაც არ იყო მზად, რითაც დანაშაული დაიმძიმა. სჯობდა, მყისიერად ჩაბარებულიყო”, – წერს სალუქვაძე.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს ერთი შეიარაღებული პირი იყო შეჭრილი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი დააკავეს და მძევლები გაათავისუფლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები