ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება და საპროცენტო განაკვეთმა 2,75% შეადგინა

ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75% , – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

ლაშა ხუციშვილი, აღნიშნულ თემაზე, მედიასთან დეტალურად საუბარს ხვალ აპირებს.

„მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. ხვალ მედიასთან დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე“, – წერს ფინანსთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები