14 აპრილის მონაცემებით, ჯამურად, 23 493 ადამიანი აიცრა
14 აპრილის მონაცემებით, ჯამურად, 23 493 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15-22. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 432 პაციენტი გამოჯანმრთელდა.