პაატა იმნაძე: კორონავირუსის პრობლემის მოსაშორებლად, მოსახლეობის 60% მაინც უნდა აიცრას

“იმისთვის, რომ კორონავირუსის პრობლემა თავიდან მოვიშოროთ,  საჭიროა მოსახლეობის დიდი ნაწილის, 60%-ის მაინც, აცრა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

იმნაძემ იმუნიზაციის დანიშნულებაზე ისაუბრა.

„პირველ ეტაპზე, ყველა ქვეყანაში იმუნიზაციის დანიშნულება არის ის, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებში, ასაკოვან ადამიანებში სიკვდილიანობა შემცირდეს. ეს არის ახლა ყველაზე დიდი მიზანი, რომლითაც ყველა ქვეყანა სარგებლობს. იმისთვის, რომ კორონავირუსის პრობლემა თავიდან მოვიშოროთ, ამას დასჭირდება მოსახლეობის დიდი ნაწილის, 60%-ის მაინც, აცრა. ამდენად, დღეს ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ხანდაზმული და ხანშიშესული მოქალაქე აიცრას, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხე. მოგეხსენებათ, სასიკვდილო გამოსავლის რისკის მქონე სწორედ ასაკოვანი ადამიანები არიან“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები