თინა ბოკუჩავა: ნათელი იყო, რომ მოსამართლე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას აპირებდა

„ნათელი იყო, რომ მოსამართლე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

„ნათელი იყო, რომ მოსამართლე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებდა. ნათელი იყო, რომ ის პირდაპირ აპირებდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. მოსაფიქრებლად არც გასულა, ადგილზევე ძალაში დატოვა პატიმრობის მოთხოვნა. მთელი აბსურდი იცით, რა არის? ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები უცხოელებსა და საზოგადოების წინაშე ამტკიცებდნენ, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდა თუ სურდა, ამის ფაქტობრივი შესაძლებლობა არსებობდა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ, ნაცვლად გირაოს მოთხოვნისა, პატიმრობა მოითხოვეს და ამით გააბათილეს ის სიცრუის კამპანია, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა ბოლო ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები