ანზორ მელია: ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება – დაივიწყეთ ეს გირაო, არ გადაიხდის

ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილის სასამართლო პროცესზე იმყოფება.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მამა აცხადებს, რომ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის.

“ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება. თქვენ იცით, რომ მე ექიმი ვარ და უამრავ ავადმყოფს ვიღებ ყოველ დღე, ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისთვის. ხალხს ძალიან უყვარს ნიკა და, ალბათ, მოსამართლე გამოასწორებს თავის პირველ შეცდომას. დაივიწყეთ ეს გირაო, არ გადაიხდის, არ არსებობს გირაო. ნიკას მისჯილი აქვს პატიმრობა, გირაოს რომ არ იხდიდა განმეორებით, იმიტომ წავიდა შეგნებულად ციხეში”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები