გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეები ბათუმში, ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ქვიშა-ხრეშს  სპეციალური ტექნიკით უკანონოდ მოიპოვებდნენ. ერთ-ერთ სამართალდამრღვევს სატვირთო ავტომანქანაზე 20 კუბური მეტრი, უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეში ჰქონდა განთავსებული. დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკა და სატვირთო ავტომანქანა დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები