კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო და მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში

“მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო და მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რაც მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, უფრო ძლიერი იქნება ინტერესი ვაქცინაციის მიმართ.

„ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო და მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში. რაც მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, უფრო ძლიერი იქნება ინტერესი ვაქცინაციის მიმართ. უკვე იზრდება ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა, როგორც ეს მოხდა აშშ-სა და ევროპაში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ინფორმაციის მიღების შედეგად საზოგადოების ვაქცინაცია შედგება, საზოგადოება უფრო მეტად მიიღებს ვაქცინას“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები