პარლამენტში პენსიონერების სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში პენსიონერების სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის, „ლიბერთი ბანკისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მისვლა იგეგმება, მათი მისვლა პარტია „მოქალაქეებმა“ მოითხოვეს.

ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს მიაჩნიათ, რომ პენსიონერებს პენსიის წინასწარ აღებისას მაღალი პროცენტი ეჭრებათ, რაც პენსიონერების სოციალურ მდგომარეობას  აუარესებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები