მამუკა ხაზარაძე: კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ “ლელოს” პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან 3 პუნქტს ვეთანხმებით

“შეხვედრა გვქონდა ბატონ ჰარცელსა და ქალბატონ კელი დეგნანთან, ელჩებთან კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება ამ მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია, რო ,,ლელო,, 5 პუნქტიდან სამს ეთანხმება.

“კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ “ლელოს” პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან 3 პუნქტს ეთანხმება “ლელო”, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები, მსჯელობა გვქონდა დარჩენილ 2 პუნქტზე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ, დიდი მცდელობაა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გადატვირთვა მოხდეს – ეს არის ამოცანა ახლა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომლებიც დაეტყობა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ იმ არანორმალურ სიტუაციას, რაც არის სასამართლოში, რაც არის საარჩევნო სისტემასა და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში”, – განაცხადა ხაზარაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები