კახეთში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

 

კახეთში ავარიის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულთა შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ყველა მათგანი მედიკოსებმა თელავის საავადმყოფოში მოათავსეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები