არჩილ თალაკვაძე, სავარაუდოდ, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობასთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც მივიდნენ.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

“არანაირი შეხვედრა თალაკვაძესთან დაგეგმილი არ არის. ელჩებთან ძალიან ხშირად დავდივართ. ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა”,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები