ამირან გამყრელიძე: ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელება ქვეყანაში 50%-დან 70%-მდეა 

“საუბარია, რომ 50%-დან 70%-მდე ცირკულირებს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამი”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ გვინდა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. ყველა კლასტერი, რაც აქამდე გვაქვს პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება სხვადასხვა მიზნით თავშეყრებს, იქნება ეს ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები თუ სხვა. მარტო კონტროლი არ უშველის, თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნა მაღალი.

საუბარია, რომ 50%-დან 70%-მდე ცირკულირებს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ბრიტანული შტამი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები