ნიკოლოზ სამხარაძე: გვახსოვს სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლები და საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე twitter-ის საკუთარ გვერდზე სმოლენსკის ტრაგედიიდან 11 წლისთავს ეხმიანება.

„გვახსოვს სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლები და საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი“ – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან პოლონური საპრეზიდენტო ავიალაინერის ჩამოვარდნიდან 11 წელი გავიდა. ავაიაკტასტროფის შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 96-ივე პირი. მათ შორის – პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები