მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ბიზნესუბიექტები აქციას მართავდენ, ხმაური იყო

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ბიზნესსექტორის წარმოამდგენლები აქციას მართავენ, ხმაური იყო. გურო გოგიშვილს და გიორგი მთივლიშვილს კანცელარიასთან „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, აქციის მონაწილეებს უფლება არ აქვთ მთავრობის ადმინისტრაციასთან კარავი გაშალონ. ისინი ბიზნესსუბიექტებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ადგილზე კარვების მიტანა და გაშლა.

თავის მხრივ, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესუბიექტები განმარტავენ, სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვებს მაინც განათავსებენ.

ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ პოლიციამ მათ ორი კარავი ჩამოართვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები