“საქართველო გლოვობს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს 4 მოქალაქის გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებულიც ოკუპაციის ნათელი მაგალითია”

7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სოციალური ქსელის twitter-ის საშუალებით ეხმაურება.

მისი თმით, საქართველო გლოვობს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული ოთხი მოქალაქის გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციით გამოწვეული შედეგების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

„ეროვნული დროშა დაშვებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებზე, ვინაიდან დღეს საქართველო გლოვობს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს 4 მოქალაქის გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებულიც ოკუპაციისა და ადამიანის უფლებების შელახვით გამოწვეული, დამანგრეველი შედეგების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას,” – წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები