სანდრო რაქვიაშვილი: „ევროპული საქართველო“ რომ დაიშლებოდა, არჩევნების შემდგომ იყო ცნობილი

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს” დაშლა არჩევნების შემდგომ ცხადი იყო. ამის შესახებ რაქვიაშვილმა პარტიიდან ლიდერების წასვლასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველასთვის გასაგები იყო, რომ ეს პარტია ვეღარ იარსებებდა, როგორც აქამდე.

„ევროპული საქართველო“ რომ დაიშლებოდა, არჩევნების შემდგომ იყო ცნობილი. რაღაც ფორმა და დრო არ იყო პროგნოზირებადი, მაგრამ ზოგადად ყველასთვის გასაგები იყო, რომ ეს პარტია ვეღარ იარსებებდა, როგორც აქამდე. ახლა უბრალოდ არის იმ რეალობის აღიარება, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში უკვე ცნობილი იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. გასაგებია, რომ ეს არაფერს შეცვლის, ერთადერთი კითხვა ჩნდებოდა ხოლმე – მოლაპარაკებებზე ვინ ვის წარმოადგენს, მაგრამ ალბათ ესეც მოგვარდება ტექნიკურად“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები