ბოკერია ბაქრაძისა და უგულავას პარტიიდან წასვლაზე: სამწუხარო და მცდარი გადაწყვეტილებაა

ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის, – ასე შეაფაფსა გიგა ბოკერიამ უკვე ყოფილი თანაგუნდელების, გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ.

მისი თქმით, მათი გადაწყვეტილება სამწუხარო და მცდარია.

“სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ.

ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის.

რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ მოსაზრებას, მათ გადაწყვეტილებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ერთად გავლილი გზისთვის, წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, თუ ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერებს და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს,”-აცხადებს გიგა ბოკერია.

პარტიის ყრილობაზე, “ევროპული საქართველოს”  თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.

ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვეს დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ,, გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები