ლევან თარხნიშვილი: ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების, ერთმანეთს არ დაემთხვა, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა

„ევროპული საქართველოს“ რიგებს ლევან თარხნიშვილიც ტოვებს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც თარხნიშვილმა Facebook-ზე დაწერა, მათი ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება.

„ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების, ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა.
მადლობა ყველას, ვისთანაც ერთადაც ვიბრძოდით და ვაშენებდით „ევროპულ საქართველოს“. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა „ქოცების“ წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს“, – წერს ლევან თარხნიშვილი.

ცოტა ხნის წინ, დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარისა და პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა. „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ  დღეს გიგი უგულავამაც განაცხადა. ამის შემდეგ კი, „ევროპული საქართველოს“ ყრილობა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები