მიხეილ სააკაშვილი: ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ სრული ფარჩაკები, ესენი რომ ვერ დავასრულოთ

“ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ სრული ფარჩაკები, ესენი რომ ვერ დავასრულოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი ევროპის მოედანზე დღეს გამართულ, მოქალაქეების შეკრებას ეხმაურება.

„აი, ამდენი დარჩნენ ზუსტად ,,ქოცები” თავის სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, რაც დღეს იხილეთ. ასლანს თავისი დასასრულის ჟამს ბევრად მეტი ჰყავდა. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ სრული ფარჩაკები, ესენი რომ ვერ დავასრულოთ… ქართველ ხალხს ივანიშვილი ვერ გააფარჩაკებს“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს მოქალაქეები ,,ევროპის მოედანზე” შეიკრიბნენ და ,,მდუმარე აქცია” გამართეს. მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ თანამოაზრეებთან ერთად ,,საქართველოს მარადისობის დღე” დააფუძნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები