ვახტანგ მეგრელიშვილი: “გირჩის” “სამეფოს” შესახებ გადაწყვეტილება ორ დღეში გახდება ცნობილი

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის,  ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებასა” და “გირჩს” შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია იყო და საბოლოოდ “სამეფოს” შესახებ გადაწყვეტილებას კვირას, მხარდამჭერებთან ონლაინშეკრებაზე გაახმაურებს.

„კვირას ჩვენი „სამეფოს“ ჯგუფში ვაანონსებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, განვიხილავთ და ორშაბათს უკვე თქვენ სრულად გეცოდინებათ „გირჩის“ გადაწყვეტილების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩვენს ამ სიტუაციაში არჩეულ გზას ეხება და ეს გზა როგორია, არ მინდა, წინასწარ გითხრათ. თქვენ გაიგებთ ამას კვირას, 21:00 საათზე. „ქართულ ოცნებასთან“ გვქონდა ურთიერთობა, ვაცნობეთ ჩვენი გეგმის შესახებ, ანუ მათ იციან. იციან ჩვენი წარმოდგენის შესახებ, მათ ყოველთვის იცოდნენ, ჩვენ ხომ ვერასდროს ვერ ვთანხმდებოდით, როდესაც გვქონდა ერთი-ერთზე მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, მივხვდით, რომ ვერ ვთანხმდებით, შესაბამისად, „გირჩს“ მოუწევს დამოუკიდებელად რაღაც გზის არჩევა. ორი დღე უნდა დაელოდოთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პარტია საკუთარ “სამეფოს” ქმნის. მისი თქმით, “სამეფოს” ექნება თავისი ვალუტა და მეფე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჰერმან საბო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები