არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა 9 აპრილის მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები